''დღეს ჩვენი დღე იყო - ყველაფერი გამოგვივიდა''

''დღეს ჩვენი დღე იყო - ყველაფერი გამოგვივიდა''
04/04/2017

''დღეს ჩვენი დღე იყო - ყველაფერი გამოგვივიდა''

თბილისის ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა ფოთის კოლხეთთან მოგებული მატჩი შეაფასა. გიორგი დევდარიანის გუნდმა, ჩელე არენაზე 5:0 მოიგო.

 

''ამ გამარჯვებამ ყველა ძალიან გაგვახარა. დღეს ჩვენი დღე იყო და ყველაფერი გამოგვივიდა. ბევრი კარგი ეპიზოდი შევქმენით და 5 გოლი გავიტანეთ, რაც სასიხარულოა. მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს და გუნდის ყველა წევრს.

 

ასეთი ანგარიშით გამარჯვებას, არ ველოდი, მაგრამ ვფიქრობ მოგება დავიმსახურეთ. თუმცა, კოლხეთთან მატჩი მალე უნდა დავივიწყოთ და მომავალ მატჩებზე ვიფიქროთ.'' - განაცხადა დევდარიანმა.

 

ლოკომოტივი მომდევნო მატჩს, 8 აპრილს სტუმრად, ქობულეთის შუქურას დაუპირისპირდება.

 

გიორგი დევდარიანისა და გია გურულის გუნდების მატჩი, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმრთება.

more news