დინამო (ბთ) VS ლოკომოტივი - მატჩების ისტორია

დინამო (ბთ) VS ლოკომოტივი - მატჩების ისტორია
22/07/2017

დინამო (ბთ) VS ლოკომოტივი - მატჩების ისტორია

ეროვნული ლიგის მე-19 ტურში, თბილისის ლოკომოტივი ბათუმის დინამოს დაუპირისპირდება. მატჩი 23 ივლისს, ბათუმში, რაგბი არენაზე, 19:00 საათზე გაიმართება.

 

მიმდინარე ჩემპიონატში, ეს ლოკომოტივისა და დინამოს რიგით მესამე დაპირისპირება იქნება. ეროვნული ლიგის პირველ და მე-10 ტურში, გიორგი დევდარიანის გუნდმა დინამო ორჯერ დაამარცხა, იდენტური ანგარიშით - 2:1.


5 მარტს, ეროვნული ლიგის პირველ ტურში, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, ლოკომ ირაკლი სიხარულიძის დუბლით მოიგო.

 

5 მაისს, ბათუმში, რაგბი არენაზე გამართულ მატჩში ბათუმელებს პირველი ბურთი კვლავ ირაკლი სიხარულიძემ გაუტანა, გამარჯვების გოლი კი ვატო არველაძის ანგარიშზეა.

 

სულ, ეროვნული ლიგის ისტორიაში, ლოკომოტივმა და დინამომ ერთმანეთის წინააღმდეგ 30-ჯერ ითამაშეს. 16 შემთხვევაში გამარჯვება ჩვენმა გუნდმა მოიპოვა, 7 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 7-ჯერ დინამომ მოიგო. ბურთების შეფარდება 42/30-ზე ლოკოს სასარგებლოდ.


ლოკომოტივს უპირატესობა აქვს სტუმრად ჩატარებულ მატჩებშიც. 15 დაპირისპირებიდან, ჩვენმა გუნდმა 8-ჯერ მოიპოვა გამარჯვება და 4-ჯერ დამარცხდა, 3 მატჩი ფრედ დასრულდა.

 

ყველაზე დიდი ანგარიშით, ლოკომ ბათუმის დინამო 2002 წლის 22 მაისს, თბილისში დაამარცხა.

 

სერგო კოტრიკაძისა და გია ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით, ჩვენმა გუნდმა 5:1 მოიგო. დინამოს დუბლი დავითაშვილმა შეუსრულა, თითო-თითო გოლი კი სირაძემ, ქორიძემ და კაიდარაშვილმა გაიტანეს.

 

რაგბი არენაზე გასამართი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას, ტელეკომპანია Silk უნივერსალი შემოგთავაზებთ.

more news