გიორგი მინაშვილი - ლოკომოტივის აკადემია წელს ყველა ასაკობრივ გუნდში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს

გიორგი მინაშვილი - ლოკომოტივის აკადემია წელს ყველა ასაკობრივ გუნდში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს
28/01/2024

გიორგი მინაშვილი - ლოკომოტივის აკადემია წელს ყველა ასაკობრივ გუნდში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს

თბილისის ლოკომოტივის საფეხბურთო აკადემიის დირექტორს, გიორგი მინაშვილს გუნდის აკადემიის გასული წლის შეჯამება ვთხოვეთ და 2024 წლის გეგმების შესახებაც დავუსვით შეკითხვა.

 

გიორგი მინაშვილის თქმით, წელს ლოკომოტივის აკადემია ყველა ასაკობრივ გუნდში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ასევე, უახლოეს დღეებში ლოკომოტივის აკადემიის ბაზაზე ფუნქციონირებას დაიწყებს ფეხბურთელთა ინდივიდუალური მომზადების ცენტრი.

 

„გასულ სეზონში აკადემიის მუშაობას შევაფასებ დადებითად, როგორც ხარისხობრივად, ასევე ინდივიდუალურად, ფეხბურთელების განვითარების კუთხით. მინდა ავღნიშნო, რომ აკადემიაში ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ვარჯიშობს ყველა ასაკობრივ ჯგუფში და მჯერა, სწორი მუშაობით ამ ბიჭებს დავეხმარებით ნაკლები შეცდომით განვლონ ის რთული გზა, რომელსაც საბოოლოოდ მივყავართ პროფესიონალურ ფეხბურთთან.

 

ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაც აკადემიის სტრუქტურაში გვაქვს, ეს არის სწორი სელექცია. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ფეხბურთელი მოვიყვანოთ აკადემიის ყველა ასაკობრივ გუნდში, რაშიც გვეხმარებიან ჩვენი გამოცდილი სელექციონერები. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მიზანი უცვლელია, ფეხბურთელები სწორად განვავითაროთ ასაკებისა და ეტაპების გათვალისწინებით. ამას განსაზღვრავს აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელთა განვითარების პროგრამა და ჩვენი კვალიფიციური, კომპეტენტური სამწვრთნელო შტაბი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ლოკომოტივის აკადემია წელს ყველა ასაკობრივ გუნდში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

 

რაც შეეხება სიახლეებს, ლოკომოტივის აკადემიის ბაზაზე თებერვლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას ფეხბურთელთა ინდივიდუალური მომზადების ცენტრი, რაზეც უახლოეს დღეებში დაიდება ინფორმაცია აკადემიის გვერდზე.

 

აკადემიის უპირველესი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი მივაწოდოთ ლოკომოტივის პირველ გუნდს, ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებს. წელსაც, მოსამზადებელ ეტაპზე პირველ გუნდს უკვე შეუერთდა აკადემიის რამდენიმე ფეხბურთელი და გვჯერა, ეს ბიჭები თავის წვლილს შეიტანენ პირველი გუნდის წარმატებაში. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ მთავარი მწვრთნელი რევაზ გოცირიძე ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსს მუდამ აძლევს“, - განაცხადა გიორგი მინაშვილმა.

more news