ირაკლი სიხარულიძის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში

ირაკლი სიხარულიძის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში
10/11/2017

ირაკლი სიხარულიძის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში

ირაკლი სიხარულიძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

თბილისის ლოკომოტივის ფორვარდმა, 10 ოქტომბერს, კვიპროსის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სიხარულიძე თამაშში 82-ე წუთზე, გიორგი მერებაშვილის ნაცვლად ჩაერთო. ქართველმა ფეხბურთელებმა, სტუმრებს მინიმალური ანგარიშით მოუგეს. ერთადერთი გოლი, 24-ე წუთზე, გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.

საქართველოს ნაკრები, მომდევნო ამხანაგურ მატჩს 13 ნოემბერს, ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

 

more news