მეორე წრის ბოლო მატჩი: ლოკომოტივი 1-1 რუსთავი

მეორე წრის ბოლო მატჩი: ლოკომოტივი 1-1 რუსთავი
05/07/2018

მეორე წრის ბოლო მატჩი: ლოკომოტივი 1-1 რუსთავი

ეროვნული ლიგის მე-18 ტურში, თბილისის ლოკომოტივი რუსთავს დაუპირისპირდეა. მეორე წრის ბოლო მატჩი, რომელიც 5 ივლისს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გაიმართა 1-1 დასრულდა.

დისკვალიფიკაციის გამო, ლოკოს დავით სამურკასოვი ვერ დაეხმარა, რატი არდაზიშვილმა კი მატჩისწინა ვარჯიშზე მიკროტრავმა მიიღო.

პირველ ნახევარში სათამაშო უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა ლოკომოტივმა ორი საგოლე მომენტი შექმნა. გატანა დავით ჯიქიას და მამია გავაშელიშვილს შეეძლო. ლოკოს ფორვარდებს, ორივე შემთხვევაში კოკა სეფიაშვილმა აჯობა.

45-ე წუთზე, რუსთავმა ანგარიში გახსნა. საჯარიმოს ხაზიდან დათა სიჭინავამ გაიტანა. მეორე ნახევარმა ლოკოს უპირატესობით წარიმართა. შორეული დარტყმით გატანა ლაშა გვალიამ სცადა, თუმცა სეფიაშვილმა აჯობა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

თამაშში 61-ე წუთზე ლევან ყენია ჩაერთო. 27 წლის ნახევარმცველმა დავით ჯიქია შეცვალა.

68-ე წუთზე, გიორგი გაბაძის ჩაწოდების შემდეგ, მამია გავაშელიშვილმა საჯარიმოში ზუსტად ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა.

გოლის შემდეგ, მამიას დუბლის შესრულება შეეძლო. ლოკოს ფორვარდი მეკარესთან პირისპირ ლევან ყენიამ ერთი შეხებით დატოვა, თუმცა გავაშელიშვილმა არაზუსტად დაარტყა და რეალური მომენტი ვერ გამოიყენა.

უპირატესობის მიუხედავად, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მეტი გოლი ვერ გაიტანა. 18 ტურის შემდეგ, ლოკოს 19 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზეა.

ეროვნულ ლიგაში ერთთვიანი პაუზაა. ჩემპიონატი 3 აგვისტოს განახლდება. ლოკომოტივი საკუთარ მოედანზე სამტრედიას დაუპირისპირდება.

ლოკომოტივი: შეროზია, უბილავა (კაპ), ქურდაძე, ნ.ჭანტურია, გაბაძე, ძებნიაური (ცნობილაძე 87), გვალია, კიკაბიძე (კომახიძე 67), კობახიძე, გავაშელიშვილი, ჯიქია (ყენია 61)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გაფრთხილება: ნ.ჭანტურია (40), უბილავა (64), ძებნიაური (66), ქურდაძე (90+3)

არბიტრი: გიორგი კიკაჩეიშვილი

more news