ლოკომოტივი VS ჩიხურა - ისტორია

ლოკომოტივი VS ჩიხურა - ისტორია
28/04/2017

ლოკომოტივი VS ჩიხურა - ისტორია

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-9 ტურში, თბილისის ლოკომოტივი, ვიცე-ჩემპიონ საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდება. მატჩი 29 აპრილს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 16:00 საათზე გაიმართება.

 

ლოკომოტივმა, ჩიხურას წინააღმდეგ, უმაღლეს ლიგაში სულ 6-ჯერ ითამაშა. სამი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო სამჯერ საჩხერლებმა მოიპოვეს გამარჯვება.

 

პირველად, ჩვენი გუნდი ჩიხურას 2006 წლის 17 სექტემბერს დაუპირისპირდა. მაშინ, ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი ამირან მინაშვილი იყო. საჩხერეში გამართული მატჩი 1:1 დასრულდა. ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან, გოლი ვლადიმერ გოჩაშვილმა გაიტანა.

 

2007 წლის 7 აპრილს, ლოკომოტივისა და ჩიხურას დაპირისპირება 0:0 დასრულდა. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი კიკნაძე იყო.

 

2015 წლის 13 აგვისტოს, ლოკომოტივი ჩიხურასთან ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით დამარცხდა. საჩხერეში, მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

 

2016 წლის 18 თებერვალს, ლოკომოტივისა და ჩიხურას დაპირისპირება 2:2 დასრულდა. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში, ლოკომოტივის შემადგენლობიდან გოლები მამია გავაშელიშვილმა და გიორგი კიკნაძე უმცროსმა გაიტანეს. თბილისურ კლუბს, ჟერარდ სარაგოსა წვრთნიდა.

 

იმავე წლის 20 აგვისტოს, ლოკომოტივი საჩხერეში 3:2 დამარცხდა. ჩიხურას გოლები დავით ჩაგელიშვილმა და გიორგი ხიდეშელმა გაუტანეს.

 

უკანასკნელად, ლოკომოტივი ჩიხურას გარდამავალ ჩემპიონატში, 2016 წლის 23 ოქტომბერს, თბილისში დაუპირისპირდა. მიხეილ მესხის სახელობის სტაიდონზე, ლოკომოტივი ჟერარდ სარაგოსას ხელმძღვანელობით 4:1 დამარცხდა. ჩიხურას კარში, ერთადერთი გოლი მათე ვაწაძემ გაიტანა.

more news