ლოკომოტივი საბურთალოსთან დამარცხდა

ლოკომოტივი საბურთალოსთან დამარცხდა
14/05/2017

ლოკომოტივი საბურთალოსთან დამარცხდა

ეროვნული ლიგის მე-12 ტურში, თბილისის ლოკომოტივი საბურთალოსთან დამარცხდა. 14 მაისს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული დაპირისპირება, სტუმრებმა 2:1 მოიგეს.

 

მატჩის მე-11 წუთზე, გიორგი დევდარიანმა პირველი იძულებითი ცვლილება განახორციელა.

მამია გავაშელიშვილმა ერთ-ერთ ეპიზოდში ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მის ნაცვლად, მოედანზე რატი არდაზიშვილი შევიდა.

 

ანგარიში 30-ე წუთზე სწორედ არდაზიშვილმა გახსნა. კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ, ბურთი საჯარიმოში რატის მიუვიდა და კუპატაძის კარი აიღო.

 

41-ე წუთზე ლოკომოტივის შემადგენლობაში მეორე იძულებითი ცვლილება განხორციელდა. ირაკლი კომახიძის ნაცვლად, მოედანზე ვატო არველაძე შევიდა.

 

სტუმრებმა წონასწორობა 61-ე წუთზე აღადგინეს. ვაგნერ გონსალვეშმა, რევაზ თევდორაძის კარი საჯარიმო დარტყმის შემდეგ აიღო. გამარჯვების გოლი 72-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანა.

 

12 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 21 ქულით მეოთხე პოზიციაზეა. დევდარიანის გუნდი, მომდევნო მატჩს სტუმრად, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი: თევდორაძე, ხიდეშელი, რეხვიაშვილი, ჭანტურია, უბილავა, სამურკასოვი, კომახიძე (არველაძე 41, კიკნაძე 78), დიასამიძე, ქავთარაძე, გავაშელიშვილი (არდაზიშვილი 30), სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

 

გაფრთხილება: თევდორაძე (23), ქავთარაძე (49), ხიდეშელი (60)

არბიტრი: გ.ვადაჭკორია

more news