ლოკომოტივი - სამტრედია 5 მარტს გაიმართება

ლოკომოტივი - სამტრედია 5 მარტს გაიმართება
03/03/2018

ლოკომოტივი - სამტრედია 5 მარტს გაიმართება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კვირას, 4 მარტს გასამართი ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩი ლოკომოტივსა და სამტრედიას შორის, დაგეგმილის ნაცვლად ორშაბათს, 5 მარტს, 15:30 წუთზე გაიმართება.

სფფ ქართველი ჯარისკაცის, არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას - მშვიდობა ომზე მეტია უერთდება, რომელიც 4 მარტს, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

ოკუპაციის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციას უერთდება თბილისის ლოკომოტივიც.

22 თებერვალს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უკანონო ფორმირებებმა, ახალგორში საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მათ მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილია.

more news