ლოკომოტივმა ჩიხურა სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა

ლოკომოტივმა ჩიხურა სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა
20/06/2017

ლოკომოტივმა ჩიხურა სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა

ეროვნული ლიგის მე-18 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა უშუალო კონკურენტი, საჩხერის ჩიხურა დაამარცხა. 20 ივნისს, ივანწმინდაში გამართული მატჩი გიორგი დევდარიანის ფეხბურთელებმა 3:0 მოიგეს.

 

ორივე ნახევარმა ლოკომოტივის უპირატესობით ჩაიარა. დევდარიანის გუნდმა, ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა. გიორგი გაბაძისა და ვატო არველაძის კომბინაცია, ირაკლი სიხარულიძემ გოლით დაასრულა.

 

სიხარულიძის გოლამდე, სამურკაოსვი შორიდან ცდილობდა გატანას. ლოკომოტივის ნახევარმცველის დარტყმა დინო ჰამზიჩმა მოიგერია.

 

26-ე წუთზე გაბაძემ, გიორგი ჩიკვაიძესთან შეჯახების შემდეგ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. მის ნაცვლად, თამაშში რეზი ჩიტეიშვილი ჩაერთო.

 

43-ე წუთზე ლოკომოტივმა მეორე გოლი გაიტანა. სიხარულიძემ დუბლი შეასრულა და ეროვნულ ლიგაში 15 გოლი დაუგროვდა. ლოკოს ფორვარდმა, ამჯერადაც არველძის პასით გაიტანა.

 

50-ე წუთზე გიორგი რეხვიაშვილმა ჩიხურას კარი მესამედ აიღო. ლოკოს მცველმა, გეგა დიასამიძის კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ თავით გაიტანა.

 

74-ე წუთზე, ირაკლი სიხარულიძეს ჰეთთრიკის შესრულება შეეძლო. შეცვლაზე შესულმა ირაკლი ბუღრიძემ, ლოკომოტივის მე-7 ნომერს კარგი გადაცემა გაუკეთა, მაგრამ სიხარულიძის დარტყმა კარს მცირე მანძილით აცდა. 79-ე წუთზე, მიხეილ სარდალიშვილი შორეული დარტყმით ცდილობდა გატანას, მაგრამ რევაზ თევდორაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

 

კიკნაძის ნაცვლად, შეცვლაზე შესულმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა, რომელმაც ეროვნულ ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, მე-80 წუთზე დიასამიძეს გაუკეთა კარგი პასი და მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. ლოკომოტივის მე-10 ნომერს ჰამზიჩმა აჯობა და მომენტი განმუხტა. 

 

ჩიხურასთან გამარჯვების შემდეგ, ლოკომოტივმა 27 ქულა დააგროვა და მეოთხე პოზიციაზე დაბრუნდა. დევდარიანის გუნდი, ჩიხურას ერთი ქულით უსწრებს. ეროვნული ლიგა, მე-19 ტურის მატჩით, 21 ივლისს განახლდება.

 

ლოკომოტივი: თევდორაძე, რეხვიაშვილი, გაბაძე (ჩიტეიშვილი 27), ხიდეშელი, უბილავა, ჭანტურია, სამურკასოვი, დიასამიძე, არველაძე (ბუღრიძე 66), კიკნაძე (ანდრონიკაშვილი 77), სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

 

გაფრთხილება: სამურკასოვი (52)

არბიტრი: ჯ.ხორავა

more news