ლოკოს სპორტული დირექტორი ნიკა ჭანტურია Sports Education Forum-ის ერთ-ერთი სპიკერი იყო

ლოკოს სპორტული დირექტორი ნიკა ჭანტურია Sports Education Forum-ის ერთ-ერთი სპიკერი იყო
თბილისის ლოკომოტივის სპორტული დირექტორი ნიკა ჭანტურია Sports Education Forum-ის ერთ-ერთი სპიკერი იყო.
ნიკა ჯღარკავასთან ერთად მან აუდიტორიის წინაშე საქართველოს სპორტის ორგანიზაციების სტრატეგიულ დაგეგმვასა და მნიშვნელობებზე ისაუბრა.
„ბევრი მიმართულებითაა საქართველოში ფეხბურთის განვითარების ტემპი აჩქარებული, ერთ-ერთი მიმართულებაა ისაა, რომ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც კარიერას ასრულებენ, ეძლევათ შესაძლებლობა, მენეჯმენტში აქტიურად ჩაერთონ, გაიარონ კურსები სხავდასხვა მიმართულებით.
ინფრასტრუქტურის კუთხითაც სერიოზულად წინსვლა გვაქვს. 2023 წელს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ და ამ ტურნირმა ქვეყანას ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ბევრი რამე შემატა. წინასვლაა მწვრთნელა ლიცენზირების კუთხითაც.
მაგრამ, სისტემურად და სტრატეგიულად რომ ააჩქარო, ისე, როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებშია, ძალიან რთულია, რადგან ამის შესაძლებლობას ფინანსური რესურსები არ იძლევა. ქართულ კლუბებში ბიუჯეტი, ძირითადად, წლიდან წლამდეა გაწერილი. გუნდის დამფინანსებლისაც მესმის, რადგან დღეს საქართველოში ფეხბურთით რთულია, ბევრი კერძო კომპანია დააინტერესო. სწორედ ამ დროს, როცა კლუბში დიდი ფინანსური შესაძლებლობა არაა, შეიძლება, სწორი სტრატეგია აქციო უპირატესობად. ზუსტად ამიტომაა მნიშვნელოვანი სწორი სტრატეგიის და იდენტობის პოვნა კლუბისთვის“, - განაცხადა ჭანტურიამ.