მორიგი 5 უპასუხო გოლი - ამჯერად ჩიხურას კარში

მორიგი 5 უპასუხო გოლი - ამჯერად ჩიხურას კარში
28/04/2017

მორიგი 5 უპასუხო გოლი - ამჯერად ჩიხურას კარში

თბილისის ლოკომოტივმა, ეროვნული ლიგის მე-9 ტურში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი საჩხერის ჩიხურა დაამარცხა. გიორგი დევდარიანის ფეხბურთელებმა, სტუმრებს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს.

 

მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართულ მატჩში, ანგარიში მე-14 წუთზე, ირაკლი სიხარულიძემ გახსნა. ლოკომოტივის მე-7 ნომერს საგოლე გადაცემა გეგა დიასამიძემ მისცა.

 

პირველ ნახევარში, ლოკომოტივს ანგარიშის გაზრდაც შეეძლო, მაგრამ დიასამიძემ და სიხარულიძემ რეალური მომენტები ვერ გამოიყენეს.

 

მატჩის 71-ე წუთზე ჩიხურას კარი დავით უბილავამ, შორეული დარტყმით აიღო. ლოკომოტივის კაპიტანმა, მიმდინარე ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

 

75-ე წუთზე დევდარიანის გუნდმა მესამე გოლი გაიტანა. შეცვლაზე შესულმა არველაძემ, ასევე ცვლილებაზე შესულ გავაშელიშვილს გაატანინა. ზუსტად სამ წუთში, ლოკომოტივის მე-9 ნომერმა დუბლი შეასრულა. გავაშელიშვილმა სიხარულიძის პასით გაიტანა და მიმდინარე ეროვნულ ლიგაში 8 გოლი დაუგროვდა.

მატჩის საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე სიხარულიძემ დააფიქსირა. ეროვნული ლიგის ბომბარდირს, საგოლე გადაცემა გავაშელიშვილმა მისცა. ლოკომოტივის მე-7 ნომერმა, მიმდინარე სეზონში მე-5 დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავას 10 გოლით ლიდერობს.

 

ლოკომოტივმა 5:0, მიმდინარე სეზონში მესამედ მოიგო. ანალოგიური ანგარიშით, დევდარიანის გუნდმა ფოთის კოლხეთი და ქობულეთის შუქურაც დაამარცხა.

 

ჩიხურასთან გამარჯვების შემდეგ, თბილისურმა გუნდმა 18 ქულა დააგროვა და პირველ პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს, ლოკომოტივი 5 მაისს, სტუმრად, ბათუმის დინამოს წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი: თევდორაძე, ღონღაძე, რეხვიაშვილი, ხიდეშელი, კომახიძე (თომაშვილი 80), ჭანტურია, უბილავა, სამურკასოვი, დიასამიძე (არველაძე 72), კიკნაძე (გავაშელიშვილი 65), სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

 

გაფრთხილება: ჭანტურია (23), ხიდეშელი (29)

არბიტრი: ბ.ნინუა

more news