14 წლის შემდეგ - ლოკომოტივი საქართველოს თასის ფინალში ითამაშებს

14 წლის შემდეგ - ლოკომოტივი საქართველოს თასის ფინალში ითამაშებს
23/10/2019

14 წლის შემდეგ - ლოკომოტივი საქართველოს თასის ფინალში ითამაშებს

მძიმე და დაძაბულ ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, რომ „ლოკომოტივი“ პირველი ტაიმის შემდეგ „გარეჯთან“ 0:1 აგებდა, ლევან კორღალიძის გუნდმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალის საგზური მოიპოვა და თბილისური კლუბი ტიტულისთვის „საბურთალოსთან“ იბრძოლებს.

 

თამაში კი, მართლაც რომ მძიმე გამოვიდა. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როცა ბულისკერიას კარისკენ თავით ჩიმაკაძე ურტყამდა და მცირე მანძილით ააცილა. „ლოკომოტივი“ ბურთს აკონტროლებდა და პოზიციური შეტევების ორგანიზებას ცდილობდა. საბოლოოდ, მე-13 წუთზე ანგარიშის გახსნა მაინც მასპინძლებმა შეძლეს. აუტიდან ძლიერად, საჯარიმოში ჩაგდებულ ბურთზე მცველებმა დამაჯერებლად ვერ ითამაშეს და ილია გუჯარაიძემ ახლო მანძილიდან გაიტანა.

 

„ლოკომოტივი“ კვლავ პოზიციურ შეტევებს აგრძელებდა და მეტოქის საჯარიმოში ხიფათსაც ქმნიდა, თუმცა, რეალურ მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. „გარეჯი“ თერთმეტივე ფეხბურთელით დაცვაში ჩადგა და თამაშს კონტრშეტევების იმედად აგრძელებდა.

 

ტაიმის მიწურულს, ნიკა ჭანტურიას ძალიან სახიფათო თავური მეკარე ბობღიაშვილმა თავგანწირულ ნახტომში მოიგერია. საბოლოოდ, „ლოკომოტივმა“ პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო და „გარეჯი“ შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა.

 

მეორე ტაიმის დასაწყისში, ლევან კორღალიძემ დავით სამურკასოვისა და ირაკლი კომახიძის ნაცვლად მოედანზე ბექა დარცმელია და თორნიკე კირკიტაძე შემოუშვა. „ლოკომოტივმა“ ანგარიშის გათანაბრება 57-ე წუთზე შეძლო. თემურ შონიას ძლიერი დარტყმული ზედა ძელს მოხვდა; დამატებაზე კი, ირაკლი სიხარულიძემ ყველას დაასწრო.

 

ზუსტად 3 წუთში, „ლოკომოტივმა“ მეორედ აიღო მეტოქის კარი. ბექა დარცმელიას საჯარიმო დარტყმის შემდეგ, საჯარიმოში შექმნილი არეულობისას ბურთი ნიკა ჭანტურიას მიუვიდა და თბილისელთა მცველმაც ფეხით გადაგზავნა ბურთი ბობღიაშვილის კარში.

 

მე-60 წუთიდან კი, ისეთი თამაში იხილა მაყურებელმა, მატჩის დაწყებამდე რომ ვერავინ წარმოიდგენდა. „ლოკომოტივის“ სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, მასპინძლებმა მეორე ბურთის გატანა 62-ე წუთზე შეძლეს.

თბილისური კლუბის გამარჯვების გოლი კი, თემურ შონიას ანგარიშზეა. არბირტმა ვადაჭკორიამ „გარეჯის“ საჯარიმოში ხელით თამაში დააფიქსირა და  მასპინძელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა. 68-ე წუთზე, ლოკოს საყრდენის ზუსტმა და ძლიერმა დარტყმამ კი, მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

დარჩენილ დროში სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, თუმცა, მეტი გოლი აღარ გასულა. 7 დეკემბერს კი, „ლოკომოტივი“ წლევანდელი სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩს ითამაშებს და თასის მოგების შემთხვევაში, ავტომატურად მოიპოვებს ევროპა ლიგაზე თამაშის უფლებას.

 

გარეჯი 2:3 ლოკომოტივი

ლოკომოტივი: ბულისკერია, ჭანტურია, ანდრონიკაშვილი, გაბაძე, უბილავა (C), შონია, გვალია, სამურკასოვი (დარცმელია 46), კომახიძე (თ.კირკიტაძე 46), დ.კირკიტაძე, სიხარულიძე (შეყილაძე 84)

 

გოლები: სიხარულიძე (56), ჭანტურია (59), შონია (68 პენ)

more news