არის ზედიზედ მეხუთე მოგება - ლოკომ ტორპედო დასცა

არის ზედიზედ მეხუთე მოგება - ლოკომ ტორპედო დასცა
14/06/2021

არის ზედიზედ მეხუთე მოგება - ლოკომ ტორპედო დასცა

სამგურალის შემდეგ, ლოკომოტივმა გამარჯვება მორიგ იმერულ გუნდთან იზეიმა. ამჯერად, საგურამოს „ხაფანგში“ ტორპედო გაება. წინა მატჩის მსგავსად, ჭიაბრიშვილის გუნდმა ახლაც დამაჯერებელი ანგარიშით - 3:1 მოიგო და სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე აინაცვლა.

 

პირველ ტაიმში, ლოკომოტივმა მეტოქეს თავს საკუთარი თამაში მოახვია. იყო სახიფათო მომენტებიც, თუმცა, საიმედოდ იდგა ქუთაისელთა მეკარე ჰამზიჩი და მისი მცველებიც თავგანწირვით თამაშობდნენ. შედეგად, ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

 

თუმცა, უგოლობა დიდხანს არ გაგრძელებულა და მეორე ტაიმის პირველივე წუთზე, თორნიკე კირკიტაძის ზუსტი პასის შემდეგ, ირაკლი სიხარულიძემ ანგარიში გახსნა. 69-ე წუთზე, კირკიტაძემ უკვე თავად გაიტანა. ყველაზე სწრაფმა კაცმა, საგოლე გადაცემა სამურკასოვისგან მიიღო.

 

ტორპედომ ერთი ბურთის გაქვითვა 77-ე წუთზე შეძლო და თითქოს მატჩში ინტრიგაც დააბრუნა, თუმცა, 85-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა მამია გავაშელიშვილმა ჰამზიჩის კარი აიღო და ყველაფერს წერტილი ლოკომოტივის სასარგებლოდ დაუსვა.

 

 

 

ლოკომოტივი 3:1 ტორპედო (0:0)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, სანდოხაძე, კაშია, გაბაძე, უბილავა (C) (ქველაძე 88), შონია, დარცმელია, სამურკასოვი (ანდრონიკაშვილი 79), კირკიტაძე (იაკობიძე 79), იმრანი (კახაბრიშვილი 88), სიხარულიძე (გავაშელიშვილი 73)

 

გოლები: სიხარულიძე (46), კირკიტაძე (69), გავაშელიშვილი (85)

 

გაფრთხილება: სამურკასოვი

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news