დავით უბილავა: თბილისში თამაში ჩვენთვის მაინც კომფორტულია

დავით უბილავა: თბილისში თამაში ჩვენთვის მაინც კომფორტულია
10/08/2020

დავით უბილავა: თბილისში თამაში ჩვენთვის მაინც კომფორტულია

უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, „ლოკომოტივის“ მეტოქე რუმინული კლუბი - „უნივერსიტატი კრაიოვა“ იქნება. რა მოლოდინები ჰქონდათ ფეხბურთელებს და როგორ აფასებენ ისინი მეტოქეს, ამის შესახებ, ლოკოს კაპიტანი - დავით უბილავა საუბრობს.

დავით უბილავა: „ჩვენთვის უცნობი გუნდია და ახლა, მეტოქეზე ბევრს ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ. ისე, პოტენციური მეტოქეებიდან, ყველა მოწინააღმდეგისთვის მზად ვიყავით. ოთხივე ისეთი გუნდი იყო, რომ საგანგებოდ უნდა გვენახა მათი თამაშები, რასაც ახლა გავაკეთებთ და „კრაიოვას“ კარგად შევისწავლით.

 

მიუხედავად იმისა, რომ მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება, რაც ძალიან სამწუხაროა, სახლში თამაშის ფაქტორს, ჩვენთვის მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. თბილისში ვთამაშობთ და ეს ჩვენთვის კომფორტი აუცილებლად იქნება.“

more news