ლოკომოტივი (თბ) - დინამო (ბთ) - ურთიერთშეხვედრები

ლოკომოტივი (თბ) - დინამო (ბთ) - ურთიერთშეხვედრები
04/03/2017

ლოკომოტივი (თბ) - დინამო (ბთ) - ურთიერთშეხვედრები

5 მარტს, საქართველოს ეროვნული ლიგის პირველ ტურში, თბილისის ლოკომოტივი ბათუმის დინამოს დაუპირისპირდება. მატჩი მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე, 15:00 საათზე დაიწყება.

ლოკომოტივი და ბათუმის დინამო ერთმანეთს სულ 28-ჯერ დაუპირისპირდნენ. ჩვენმა გუნდმა 14-ჯერ მოიგო, 7 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 7-ჯერ გამარჯვება ბათუმელებმა მოიპოვეს.

დინამოსთან შინ გამართული 14 მატჩიდან, ლოკომოტივმა 7 მოიგო, 4 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 3-ჯერ დინამოელებმა მოიგეს.

ბურთების შეფარდება - 38/28-ზე ლოკომოტივის სასარგებლოდ.

more news