ლოკომოტივი VS სამტრედია - ისტორია

ლოკომოტივი VS სამტრედია - ისტორია
15/06/2017

ლოკომოტივი VS სამტრედია - ისტორია

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურში, თბილისის ლოკომოტივი მოქმედ ჩემპიონ სამტრედიას დაუპირისპირდება. მატჩი 16 ივნისს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, 17:30 წუთზე გაიმართება.

 

ეროვნულ ლიგაში, ლოკომოტივი და სამტრედია ერთმანეთს 11-ჯერ დაუპირისპირდნენ. 6-ჯერ გამარჯვება ჩვენმა გუნდმა მოიპოვა. 4-ჯერ სამტრედიელებმა შეძლეს 3 ქულის მოპოვება, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

 

ლოკოსა და სამტრედიას პირველი მატჩი 1998 წლის 8 სექტემბერს გაიმართა. თემურ მახარაძის ხელმძღვანელობით, ჩვენმა გუნდმა სამტრედია სტუმრად, 3:2 დაამარცხა. მასპინძლებს დუბლი დავით გოდერძიშვილმა შეუსრულა, ერთი გოლი კი გიორგი ბალაშვილის ანგარიშზეა.

 

უკანასკნელად, ლოკომოტივმა სამტრედია 2010 წლის 1 მაისს, გელა სანაიას ხელმძღვანელობით, 2:1 დაამარცხა. სამტრედიას გოლები ბორის მახარაძემ და გიორგი ჩიკვაიძემ გაუტანეს.

 

მიმდინარე ეროვნული ლიგის პირველ წრეში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, სამტრედიისა და ლოკომოტივის დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

more news