ლოკოს ზედიზედ მესამე მარცხი Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ში.

ლოკოს ზედიზედ მესამე მარცხი Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ში.
25/04/2023

ლოკოს ზედიზედ მესამე მარცხი Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ში.

Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ის მეცხრე ტურის შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. ლოკო სტუმრად თბილისის მერანს დაუპირისპირდა. გათამაშების ცხრილში ქვედა საფეხურებზე მყოფი გუნდები მოედანზე მოტივირებულები გამოვდინენ და პირველ ნახევარში 3 ძალიან ლამაზი გოლი ვნახეთ. ლოკო 2 ბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა, როდესაც ტაიმის ბოლო წუთზე, თორნიკე კურტანიძემ საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა და 2:1.

 

 

მეორე ნახევარი ლოკომოტივის უპირატესობით დაიწყო და სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს. საბა-ამიკო კიკნაძის კარგ თამაშსს გიორგი პირტახიას გოლი მოჰყვა. გატანილი გოლის შემდეგ ლოკო შეტევაში გადავიდა, რაც სამწუხაროდ მათთვის ცუდი შედეგით დასრულდა. მერანი 3:2 ლოკომოტივი.

 

more news