მარცხი მოქმედ ჩემპიონთან

მარცხი მოქმედ ჩემპიონთან
16/06/2017

მარცხი მოქმედ ჩემპიონთან

ეროვნული ლიგის მე-17 ტურში, თბილისის ლოკომოტივი სამტრედიასთან დამარცხდა. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირება, სტუმრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს. მატჩის ერთადერთი გოლი, მე-5 წუთზე გურამ სამუშიამ გაიტანა.

 

სხვადასხვა მიზეზით, გიორგი დევდარიანის განკარგულებაში თეიმურაზ ღონღაძე, ნოდარ ქავთარაძე, ირაკლი კომახიძე, მამია გავაშელიშვილი, რატი არდაზიშვილი და ლუკა კიკაბიძე არ იყვნენ.

 

მეორე ნახევარში, ლოკომოტივის მწვრთნელმა სამი ცვლილება განახორციელა. მენთეშაშვილის ნაცვლად, თამაშში დავით სამურკასოვი ჩაერთო, რევაზ ჩიტეიშვილი კი გიორგი კიკნაძემ შეცვალა.

 

81-ე წუთზე, დევდარიანმა მოედანზე კიდევ ერთი შემტევი, ირაკლი ბუღრიძე, გიორგი გაბაძის ნაცვლად შეიყვანა.

 

17 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 24 ქულით მე-5 პოზიციაზეა. მომდენო მატჩს, ჩვენი გუნდი საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავს. ლოკო ვიცე-ჩემპიონს, ივანწმინდაში, 20 ივნისს დაუპირისპირდება.

 

ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე (ბუღრიძე 81), რეხვიაშვილი, ხიდეშელი, ჭანტურია, უბილავა, ჩიტეიშვილი (კიკნაძე 69), მენთეშაშვილი (სამურკასოვი 54), დიასამიძე, არველაძე, სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

 

არბიტრი: გ.ვადაჭკორია

more news