მძიმე მატჩი სამტრედიაში ევროპა ლიგის წინ

მძიმე მატჩი სამტრედიაში ევროპა ლიგის წინ
17/08/2020

მძიმე მატჩი სამტრედიაში ევროპა ლიგის წინ

ეროვნული ლიგის მე-10 ტურის მატჩში, ლოკომოტივი სამტრედიას ესტუმრა და შინ მხოლოდ ქულით დაბრუნდა. დასაწყისშივე გეტყვით, რომ შეხვედრა სანახაობრივი არ გამოვიდა და პირიქით, მძიმედ და დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, რაც, გარკვეულწილად, მაღალი ტემპერატურით იყო გამოწვეული. ვინაიდან, სამტრედიის სტადიონზე განათება არაა დამონტაჟებული, მატჩები დღის საათებში ინიშნება და ფეხბურთელებს სიცხით გამოწვეულ დისკონფორტთანაც უწევთ შეგუება.

 

მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს. პირველი 15 წუთი, ლოკომოტივი, ძირითადად, თავს იცავდა. არ ყოფილა სახიფათო მომენტები და ტაიმის შუაში, თამაშის საწყისი ტემპიც დავარდა. 38-ე წუთზე, ბექა დარცმელიას შორეულმა და ძლიერმა დარტყმამ თამაში გამოაცოცხლა, თუმცა, თბილისელთა „ექვსიანის“ ტყვიასავით გასროლილი მცირედით აცდა სამტრედიელთა კარს. ტაიმის მიწურულს, მასპინძლებმა მასირებული შეტევები დაიწყეს. მსაჯის სასტვენმა კი, დასიცხულ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა.

 

მეორე ტაიმში, მოვლენები პირველის იდენტურად განვითარდა. სამტრედია უტევდა; ლოკომოტივი კი, ცენტრში ბურთს ხშირად კარგავდა და ამის გამო, მეტოქეს სახიფათო შეტევების განვითარების საშუალებას აძლევდა.

 

გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი ჭიაბრიშვილის გუნდს 81-ე წუთზე ჰქონდა, როცა სწრაფად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, კარში თემურ შონია ურტყამდა და სამტრედიელები მეკარემ და ძელმა გადაარჩინეს.

 

 

სამტრედია 0:0 ლოკომოტივი

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, სანდოხაძე, ანდრონიკაშვილი, მჭედლიშვილი, უბილავა (C), დარცმელია, შონია, ძებნიაური (კობახიძე 55), სამურკასოვი (თ.კირკიტაძე 56), ულად ომარ იმრანი (გავაშელიშვილი 64), სიხარულიძე

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news