მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ!

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ!
20/08/2020

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ!

27 აგვისტოს, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისის ლოკომოტივი რუმინეთის უნივერსიტატეა კრაიოვას უმასპინძლებს.

 

დღეიდან, ვიწყებთ აკრედიტაციის მსურველი მედია საშუალებების განაცხადების მიღებას, რომელიც გაგრძელდება 25 აგვისტოს 18:00 საათამდე. განაცხადები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: eeloshvili@fcloco.ge

 

გთხოვთ, განაცხადში მიუთითოთ:


       მედია საშუალება

       სახელი და გვარი - ვის სახელზე უნდა გაიცეს აკრედიტაცია

       კატეგორია - პრესა, ტელევიზია, რადიო, ვებ-გვერდი, ფოტო და ა.შ

       აკრედიტაციის მსურველი პირის საკონტაქტო ინფორმაცია - ელექტრონული ფოსტა, საკონტაქტო ნომერი

 

შეგახსენებთ, რომ უეფას რეგულაციებიდან გამომდინარე, აკრედიტაციები გაიცემა შეზღუდული რაოდენობით. ამიტომ, გთხოვთ, განაცხადების გამოგზავნისას, ეს გარემოება აუცილებლად გაითვალისწინოთ. აკრედიტაციაზე თანხმობას მსურველები მიიღებენ ელექტრონულ ფოსტაზე.

more news