ოფიციალურად - გურამ კაშია ლოკომოტივის ფეხბურთელია

ოფიციალურად - გურამ კაშია ლოკომოტივის ფეხბურთელია
03/03/2021

ოფიციალურად - გურამ კაშია ლოკომოტივის ფეხბურთელია

ოფიციალურად - საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი - გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელია. გურამ კაშიამ ლოკომოტივთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ღირსებას 4-ნომრიანი მაისურით დაიცავს. 

 

"ლოკომოტივში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე; ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა, გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან" - ამბობს გამოცდილი მცველი.

more news