საგურამოს ბაზამ საინტერესო ღონისძიებას და ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა

საგურამოს ბაზამ საინტერესო ღონისძიებას და ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა
15/06/2019

საგურამოს ბაზამ საინტერესო ღონისძიებას და ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა

15 ივნისს, „ლოკომოტივის“ საგურამოს ბაზაზე, კამპანიის - „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში ამხანაგური მატჩი გაიმართა.

 

ღონისძიება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივის”ინიციატივით გაიმართა.

 

ჩვენს ბაზაზე სტუმრად ჩამოვიდნენ გაეროს მოსახლების ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და ხელმძღვანელები, კამპანიის - „კაცები ზრუნავენ“ მონაწილეები და მათი შვილები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი და ლოკოს მეგობრები.  

 

ამხანაგური მატჩი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივს” შორის არსებული თანამშრომლობის ნაწილია. მისი მთავარი მიზანია, გასწიოს კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ძირითადი იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია საზოგადოებაში.

more news