17 წლამდე ლიგა: მერანი - ლოკომოტივი

17 წლამდე ლიგა: მერანი - ლოკომოტივი
22/04/2019

17 წლამდე ლიგა: მერანი - ლოკომოტივი

17-წლამდე ლიგის მორიგ ტურში ლოკომოტივი 15 წლამდელების მსგავსად თბილისის მერანს დაუპირსიპრდა.  რთული და დაძაბული მატჩი ლოკომოტივის გამარჯვებით დასრულდა. პირველი ნახევარი ლოკომოტივისთვის არასასურველად წარიმართა. 28-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ და შესვენებაზეც მინიმალური უპირატესობით გავიდნენ. მეორე ნახევარში ლოკომოტივმა გარდატეხის შეტანა შეძლო და მეტოქეს თამაში შემოუბრუნა. მე-60 წუთზე ხუციშვილმა ანგარიში გაათანაბრა. საყაიმო ანგარიში, ფაქტობრივად, მატჩის ბოლომდე შენარჩუნდა, თუმცა 90-ე წუთზე ხუციშვილმა დუბლი გაიფორმა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა. ლოკომოტივი 17-წლამდე ლიგაში გ ჯგუფში ასპარეზობს და ამ წუთას ჯგუფის ლიდერია, თუმცა მდევრებს ლოკომოტივზე ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული. 

 

ლოკომოტივი: ბარავი, კაპანაძე, დაგარგულია, ჯახია, ტატიშვილი, გ. ხუციშვილი, შარვაძე, მენთეშაშვილი, სიჭინავა, ნ. ხუციშვილი, ბოგვერაძე.

 

more news