9 მატჩიანი წაუგებელი სერია

9 მატჩიანი წაუგებელი სერია
24/08/2026

9 მატჩიანი წაუგებელი სერია

თბილისის „ლოკომოტივისთვის“ მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი რთულად დაიწყო. ლიგა 3-ის საწყის 9 შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ორი ფრე დააფიქსირა, შვიდ მატჩში კი დამარცხდა. მიუხედავად რთული სტარტისა, გუნდმა ეტაპობრივად შეძლო ვითარების შეცვლა, საკუთარი თამაშის პოვნა და შედეგების გაუმჯობესება.

დღეს „ლოკომოტივი“ უკვე 9 მატჩია დაუმარცხებელია. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა 6 გამარჯვება მოიპოვა, სამჯერ კი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

საზაფხულო შესვენების დროს კი ჩვენს შემადგენლობას გამოცდილი ფეხბურთელები დაუბრუნდნენ — თეიმურაზ შონია, გიორგი გაბაძე, დავით სამურკასოვი და ლუკა შეროზია.

 გუნდმა ეტაპობრივად მოიპოვა სტაბილურობა, რაც შედეგებზეც აისახა. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ჩვენი გუნდის თამაში დაცვაში — ბოლო 9 შეხვედრაში „ლოკომოტივმა“ მხოლოდ 3 გოლი გაუშვა, თავად კი მეტოქეთა კარის აღება 11-ჯერ შეძლო.

ჩვენი 9-მატჩიანი წაუგებელი სერია ასე გამოიყურება:

  • „ლოკომოტივი“ – „ბეთლემი“ 1:0
  • „გარდაბანი“ – „ლოკომოტივი“ 1:1
  • „ლოკომოტივი“ – „მარგვეთი“ 1:0
  • „კოლხეთი“ – „ლოკომოტივი“ 0:2
  • „ლოკომოტივი“ – „იბერია 2010“ 1:0
  • „ივერია“ – „ლოკომოტივი“ 0:0
  • „გურია“ – „ლოკომოტივი“ 0:1
  • „იბერია 2“ – „ლოკომოტივი“ 1:1
  • „ლოკომოტივი“ – „გონიო“ 4:0

სერიის ბოლო შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა „გონიოს“ დამაჯერებელი ანგარიშით — 4:0 — სძლია და წაუგებელი სერია კიდევ უფრო გაახანგრძლივა.

ამჟამად „ლოკომოტივი“ მომდევნო შეხვედრისთვის ემზადება. 27 აგვისტოს ჩვენი გუნდი „დინამო 2“-ს დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

 

more news