„ლოკომოტივი“ მარგვეთთან მატჩისთვის ემზადება
06/11/2026
„ლოკომოტივი“ მარგვეთთან მატჩისთვის ემზადება
თბილისის „ლოკომოტივმა“ ბოლო ორ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გაიუმჯობესა.
ჩვენმა გუნდმა გასვლით შეხვედრაში „ბეთლემი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მეტოქის კარში გოლები დავით სამურკასოვმა, საბა კაკულიამ და იუსიბ მეხტიევმა გაიტანეს.
წინა ტურში სამი ქულა „ლოკომოტივმა“ საკუთარ მოედანზე მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა „გარდაბანს“ უმასპინძლა და კვლავ 3:0 გაიმარჯვა. შეხვედრაში თავი დაჩი გოგოლმა, საბა კაკულიამ და ბექა ბურდიაშვილმა გამოიჩინეს.
მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ „ლოკომოტივი“ 37 ქულითა და 10 მოგებით სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზე იმყოფება.
მომდევნო შეხვედრას ლოკო 7 ნოემბერს, სტუმრად, „მარგვეთის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, 15:00 საათზე დაიწყება.