18 მარტი - ლოკომოტივის მატჩების ისტორია

18 მარტი - ლოკომოტივის მატჩების ისტორია
18/03/2017

18 მარტი - ლოკომოტივის მატჩების ისტორია

18 მარტს, თბილისის ლოკომოტივი საქართელოს ეროვნული ლიგის მესამე ტურში, საბურთალოს დაუპირისპირდება.

სულ, 18 მარტს, ლოკომოტივს საქართველოს რანგით პირველ დივიზიონში 4 მატჩი აქვს ჩატარებული. აღნიშნულ რიცხვში, პირველად ჩვენმა კლუბმა 1998 წელს, ზუგდიდის ოდიშის წინააღმდეგ ითამაშა.

 

მაშინ, ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე იყო, რომლის ხელმძღვანელობითაც ჩვენმა კლუბმა ოდიში 2:0 დაამარცხა. ზუგდიდელებს გოლები კახა კვეტენაძემ და დავით დათვაძემ გაუტანეს.

 

2001 წლის 18 მარტს, ლოკომოტივმა გორის დილა დაამარცხა. გივი ნოდიას ფეხბურთელებმა, გორელებს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს. დილას დუბლი მამუკა რუსიამ და გიორგი შენგელიამ შეუსრულეს, ერთი გოლი კი დავით ჭიჭვეიშვილმა გაიტანა.

 

2004 წლის 18 მარტს, თბილისური დერბი გაიმართა. ლოკომოტივისა და დინამოს დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი, ზაურ სვანაძე იყო.

 

უკანასკნელად, 18 მარტს, თბილისის ლოკომოტივმა 2016 წელს, ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ ითამაშა. ჟერარდ სარაგოსას ფეხბურთელები, ჩელე არენაზე 2:1 დამარცხდნენ. ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი დავით ჩაგელიშვილმა გაიტანა.

more news