ლოკომოტივი ორმა ფეხბურთელმა დატოვა, ორს არენდის ვადა ამოეწურა
ლოკომოტივი ორმა ფეხბურთელმა დატოვა, ორს არენდის ვადა ამოეწურა
თეიმურაზ ღონღაძემ თბილისის ლოკომოტივი დატოვა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის, კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
32 წლის მცველი ლოკომოტივში 2017 წლის იანვარში ჩაირიცხა. ამ ხნის მანძილზე, ღონღაძემ ჩვენი კლუბის მაისურით 22 მატჩი ჩაატარა.
არენდის ვადა ამოეწურათ და კლუბი დატოვეს რომან ჭანტურიამ და დაჩი ცნობილაძემ. ორივე მათგანი ლოკომოტივს განათხოვრების წესით, მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა.
ლოკომოტივი დატოვა 20 წლის თავდამსხმელმა გიორგი წულეისკირმაც. მას ჩვენი კლუბის შემადგენლობაში ერთი ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. წულეისკირს გასულ წლებში თამაში დიდწილად ლოკომოტივი 2-სა და 19 წლამდე გუნდში უწევდა.
განათხოვრების წესით, მიმდინარე წლის ბოლომდე, ცხინვალში ითამაშებს 20 წლის ნახევარმცველი ლუკა ვარძელაშვილი. მან გასული სეზონი, ასევე განათხოვრების წესით გაგარაში გაატარა.