2022 წლის სეზონის გახსნა — დაძაბულ ბრძოლაში მარცხი თელავთან.

2022 წლის სეზონის გახსნა — დაძაბულ ბრძოლაში მარცხი თელავთან.
26/02/2022

2022 წლის სეზონის გახსნა — დაძაბულ ბრძოლაში მარცხი თელავთან.

26 თებერვალს, Crystalbet ეროვნული ლიგის პირველ ტურში, თბილისის ლოკომოტივი თელავთან მინიმალური სხვაობით, 0-1 დამარცხდა.

ლაშა ჭაღიაშვილის გუნდის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესია, როგორც იცით ლოკომოტივი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, ახალი ფორმაციის ლოკო კი, გულშემატკივარს ძალიან აინტერესებს. მატჩი ლოკოს უპირატესობით დაიწყო, იყო რამდენიმე მწვავე ეპიზოდი თელავის კართან, თუმცა თბილისელმა ფეხბურთელებმა მომენტების რეალიზება ვერ მოახერხეს.

მეორე ტაიმის სტარტზე თელავმა გაიტანა, ლაშა კოხრეიძემ მცველების შეცდომით ისარგებლა და საჯარიმოს მისადგომიდან ზუსტად დაარტყა, რევაზ თევდორაძემ გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო. გაშვებული გოლის შემდეგ ლოკო აქტიურობდა, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ მოხერხდა, საბოლოოდ 0:1 თელავის სასარგებლოდ.

 

ლოკომოტივი : თევდორაძე,აწყრელი (ჯაფარიძე), გაბაძე, ანდრონიკაშვილი, ქველაძე, ძებნიაური, სამურკასოვი (ზოსიაშვილი), დარცმელია, ომარაშვილი, იაკობიძე (ჭიაბრიშვილი), შეყილაძე (მუკბანიანი). 

მთავარი მწვრთნელი : ლაშა ჭაღიაშვილი

more news