30-ე ტურში მარტვილის მერანს ვესტუმრებით
25/10/2025
30-ე ტურში მარტვილის მერანს ვესტუმრებით
ეროვნული ლიგა 2-ის 30-ე ტურში ლოკო მარტვილის მერანს ესტუმრება. მატჩი მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე 26 ოქტომბერს, 14:00 საათზე დაიწყება.
მიმდინარე სეზონში გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ მოთხედ ითამაშებენ. მესამე ტურში ლოკო საგურამოში 1:2 დამარცხდა, ჩვენი გუნდიდან გოლი ლაშა კალანდაძემ გაიტანა. მე-12 ტურში ლოკომ მერანს სტუმრად მოუგო (0:2), გოლები თორნიკე მოლაშვილისა და დათო ბუკიას ანგარიშზეა. 21-ე ტურში საგურამოში მერანთან 1:1 ვითამაშეთ, ჯავოხირ ესონკულოვმა სტუმრები დააწინაურა, საპასუხო გოლი ლაშა მენთეშაშვილმა შეაგდო.
29 ტურის შემდეგ მერანი 40 ქულით მე-4 ადგილზეა, ჩვენი გუნდი 35 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.