50-ე თბილისური დერბი დინამოს გამარჯვებით დასრულდა

50-ე თბილისური დერბი დინამოს გამარჯვებით დასრულდა
11/08/2018

50-ე თბილისური დერბი დინამოს გამარჯვებით დასრულდა

50-ე თბილისური დერბი, დინამო თბილისის გამარჯვებით დასრულდა. 12 აგვისტოს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული მატჩი დინამოელებმა 2-4 მოიგეს.

მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ლოკომოტივისა და დინამოს ფეხბურთელება, 10 წლის წინ, აგვისტოს ომში დაღუპული გმირებს ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

პირველი ნახევარი სტუმართა უპირატესობით წარიმართა, რაც ანგარიშშიც აისახა. მამია გავაშელიშვილის ორი რეალური საგოლე მომენტის გარდა, ლოკომ მეტი სახიფათო მომენტის შექმნა ვერ მოახერხა.

დინამოელებმა სამი გოლი გაიტანეს; მე-14 და 34-ე წუთებზე დუბლი ბუდუ ზივზივაძემ შეასრულა, ერთი გოლი კი დმიტრო ივანისენიას ანგარიშზეა. მეორე და მესამე გოლის ეპიზოდში, ლოკოს მეკარე ლუკა შეროზია შეცდა.

ლაშა ჭაღიაშვილმა მეორე ნახევარი ცვლილებით დაიწყო. თორნიკე ძებნიაური ზურიკო დავითაშვილმა შეცვალა. 48-ე წუთზე, დინამომ მეოთხე გოლი გაიტანა, ზივზივაძე კი ჰეთთრიკის ავტორი გახდა.

54-ე წუთზე, რევაზ ინგჯგია რატი არდაზიშვილმა შეცვალა. სამ წუთში ლოკომ ერთი ბურთი გაქვითა. გავაშელიშვილმა სწორედ არდაზიშვილის პასი აქცია გოლად. მანამდე, რეალური საგოლე მომენტი დავითაშვილს ჰქონდა, ლოკოს შემტევს, სტუმართა მეკარემ აჯობა.

მე-60 წუთზე, გავაშელიშვილს კიდევ ერთხელ შეეძლო გატანა, მაგრამ ამჯერად მიზანმა უმტყუნა. მომდევნო ეპიზოდში, ლოკოს ფორვარდმა მაინც გაიტანა.


გავაშელიშვილმა სიკაჩის კარი შეცვლაზე შესული, ლაშა გვალიას კარგი გადაცემის შემდეგ დალაშქრა და სეზონში მე-9 გოლი გაიტანა.

მატჩის ბოლო წუთებში, ლოკომ არაერთი საგოლე მომენტი შექმნა. გავაშელიშვილსა და არზაზიშვილს დინამოს მეკარემ აჯობა, თეიმურაზ შონიას დარტყმა კი არაზუსტი აღმოჩნდა.

20 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 22 ქულით მეექვსე ადგილზეა.

ლოკომოტივი: შეროზია, კომახიძე, ლობჟანიძე, ჭანტურია, უბილავა (კაპ), ძებნიაური (დავითაშვილი 46), შონია, სამურკასოვი (გვალია 72), ინჯგია (არდაზიშვილი 54), კობახიძე, გავაშელიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

არბიტრი: პ.მაჭარაძე

more news