ზურიკო დავითაშვილის გოლი საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში
20/11/2018
ზურიკო დავითაშვილის გოლი საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში
ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატის, საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრებმა ისრაელთან ფრე ითამაშა. 20 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი 1-1 დასრულდა. ქართველთაგან, ერთადერთი გოლი ლოკომოტივის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა.
ლიხტენშტაინთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს 19 წლამდე ნაკრები აზერბაიჯანთან დამარცხდა, ისრაელთან მოპოვებული ქულა კი ელიტ-რაუნდში მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა.
დავითაშვილის გარდა, ისრაელთან მატჩში მონაწილეობა ლოკოს კიდევ ორმა წევრმა, ლუკა ჯაფარიძემ და რევაზ ინჯგიამ მიიღო. ჯაფარიძემ ხარაბაძე, ინჯგიამ კი დარციმელია შეცვალა.