ალექსანდრე გურეშიძე ლოკომოტივში ითამაშებს
12/01/2019
ალექსანდრე გურეშიძე ლოკომოტივში ითამაშებს
თბილისის ლოკომოტივს ცენტრალური მცველი ალექსანდრე გურეშიძე შემოუერთდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
23 წლის მცველი ლოკომოტივში ბოლნისის სიონიდან გადმოვიდა. 2018 წელს, ალექსანდრემ მონაწილეობა ეროვნული ლიგის 31 მატჩში მიიღო და ორი გოლი გაიტანა.
2014/2015 წლებში გურეშიძე ლოკომოტივის შემადგენლობაში თამაშობდა. მაშინ, როცა ჩვენი კლუბი ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობდა. აღნიშნულ სეზონში მან ლოკოს მაისური 10-ჯერ მოირგო.
სხვადასხვა დროს იგი ფოთის კოლხეთი 1913-ისა და დინამო თბილისის წევრი იყო. გურეშიძე ლოკომოტივში 3 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.