ბოლო ტესტ-მატჩი თურქეთში და მარცხი მინიმალური სხვაობით

ბოლო ტესტ-მატჩი თურქეთში და მარცხი მინიმალური სხვაობით
19/02/2020

ბოლო ტესტ-მატჩი თურქეთში და მარცხი მინიმალური სხვაობით

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა „ლოკომოტივმა“ ბოლო, მეოთხე ტესტ-მატჩი გამართა და ლატვიურ „ტუკუმს“-თან მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა.

 

ლევან კორღალიძის გუნდმა, გოლი მეორე ტაიმის მიწურულს გაუშვა და დარჩენილ დროში, ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო.

 

ამ მატჩით, „ლოკომოტივმა“ თურქეთის ქალაქ სიდეში საწვრთნელი შეკრება დაასრულა. გუნდი თბილისში ხვალ დაბრუნდება და ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩისთვის, საგურამოში, საკუთარ ბაზაზე მოემზადება.

 

 

ლოკომოტივი 0:1 ტუკუმსი

 

ლოკომოტივი: შეროზია, გაბაძე, ჭანტურია, უბილავა (C), გურეშიძე, ძებნიაური, დარცმელია, შონია, სამურკასოვი, კირკიტაძე, სიხარულიძე

 

შეცვლაზე შევიდნენ: ანდრონიკაშვილი, გავაშელიშვილი, შეწირული, შეყილაძე, კაპანაძე, ჯინჯოლავა, იაკობიძე

more news