ბუკიას გოლით სამტრედია დავამარცხეთ

ბუკიას გოლით სამტრედია დავამარცხეთ
03/11/2025

ბუკიას გოლით სამტრედია დავამარცხეთ

ეროვნული ლიგა 2-ის 31-ე ტურში თბილისის ლოკომოტივმა საგურამოში სამტრედია 1:0 დაამარცხა. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილის საგოლე პასით დათო ბუკიამ გაიტანა.

 

31 ტურის შემდეგ ლოკო 39 ქულით მე-5 ადგილზეა და საუკეთესო სამეულს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. 31 მატჩიდან 9 მოვიგეთ, 12 ფრედ დავასრულეთ, 10 დავთმეთ.

 

32-ე ტურში, 8 ნოემბერს რუსთავს მარნეულში ვესტუმრებით. მატჩი 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

more news