ბუკიას სადებიუტო გოლით ლოკომ რუსთავთან ქულა მოიპოვა
12/04/2024
ბუკიას სადებიუტო გოლით ლოკომ რუსთავთან ქულა მოიპოვა
თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის მე-6 ტურის შეხვედრა საკუთარ მოედანზე რუსთავთან ჩაატარა და ქულა მოიპოვა - 1:1.
მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოვიდა, ხოლო შანსები ორივე გუნდს ჰქონდა. ანგარიში 64-ე წუთზე გაიხსნა, ჩვენს კარში გოლი რუსთავის ლეგიონერმა სილამ გაიტანა.
ამის შემდეგ ლოკო ბევრს ცდილობდა, ხოლო ანგარიშის გათანაბრება მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე დავით ბუკიამ მოახერხა. ეს დათოსთვის სადებიუტო გოლია თბილისის ლოკომოტივის მაისურით.
ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარებული 6 ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 4 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ლოკო მორიგ მატჩს ხობის კოლხეთთან სუმტრად 17 აპრილს ჩაატარებს.