''ბურთზე კონტროლი დავკარგეთ, რის გამოც დავისაჯეთ''
11/04/2017
''ბურთზე კონტროლი დავკარგეთ, რის გამოც დავისაჯეთ''
გორის დილასთან ფრედ დასრულებული მატჩი გიორგი კიკნაძემ შეაფასა.
19 წლის შემტევმა, გორელთა წინააღმდეგ 72 წუთი ითამაშა და ერთ საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა.
''პირველი ტაიმის საწყისი წუთები ცუდად დავიწყეთ, მაგრამ თამაში მალევე გამოვასწორეთ და სამი გოლი გავიტანეთ.
მეორე ტაიმში, ჩვენი მთავარი ამოცანა ბურთის კონტროლი იყო, მაგრამ ეს ვერ მოვახერეთ, რის გამოც დავისაჯეთ და საკუთარ კარში ორი გოლი მივიღეთ.
დღევანდელი თამაში უკვე წარსულია. მომდევნო მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ და შეცდომები გამოვასწოროთ.'' - ამბობს კიკნაძე.
ლოკომოტივისა და გორის დილას დაპირისპირება 3:3 დასრულდა.