დავით ბუკიამ და სოსო კოპალიანმა საქართველოს U19 ნაკრების რიგებში ისრაელთან ითამაშეს

დავით ბუკიამ და სოსო კოპალიანმა საქართველოს U19 ნაკრების რიგებში ისრაელთან ითამაშეს
29/02/2024

დავით ბუკიამ და სოსო კოპალიანმა საქართველოს U19 ნაკრების რიგებში ისრაელთან ითამაშეს

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ ორი ამხანაგური შეხვედრისთვის თბილისის ლოკომოტივიდან ორი ფეხბურთელი იყო გამოძახებული - დავით ბუკია და სოსო კოპალიანი.

 

ისრაელის ასაკობრივ გუნდთან ჩვენმა ნაკრებმა პირველი ამხანაგური შეხვედრა 26 თებერვალს გამართა და 2:3 დამარცხდა. მოედანზე 90 წუთი გაატარა ბუკიამ, ხოლო კოპალიანი სათადარიგოთა შორის იყო. მეორე საკონტროლო მატჩი 28 თებერვალს შედგა და 0:0 დასრულდა. ამ მატჩშიც ბუკიამ 90 წუთი ითამაშა, ხოლო სოსო კოპალიანი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და 45 წუთი მიიღო.

 

19-წლამდელთა ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩებამდე ეს ბოლო მოსამზადებელი შეკრება იყო. ელიტრაუნდს 20-26 მარტს იტალია უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფში შოტლანდიას, ჩეხეთსა და იტალიას დაუპირისპირდება. ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული ითამაშებს.

more news