დავით ბუკიამ საქართველოს U19 ნაკრებში ელიტრაუნდის მატჩები შეუცვლელად ითამაშა

დავით ბუკიამ საქართველოს U19 ნაკრებში ელიტრაუნდის მატჩები შეუცვლელად ითამაშა
28/03/2024

დავით ბუკიამ საქართველოს U19 ნაკრებში ელიტრაუნდის მატჩები შეუცვლელად ითამაშა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტრაუნდში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც იტალიამ უმასპინძლა.

 

ჩვენი გუნდი ჯგუფში იტალიასთან, ჩეხეთთან და შოტლანდიასთან ერთად იყო. ქართველმა ფეხბურთელებმა შოტლანდიასთან 3:2 გაიმარჯვეს, ხოლო ჩეხეთთან და იტალიასთან დამარცხდნენ.

 

ელიტრაუნდის სამივე შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა თბილისის ლოკომოტივის ცენტრალურმა მცველმა, დავით ბუკიამ. სათადარიგოთა შორის იყო ჩვენი გუნდის მეკარე სოსო კოპალიანი.

 

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა ელიტრაუნდის ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

more news