დებიუტანტი - ალექსანდრე ანდრონიკაშვილი

დებიუტანტი - ალექსანდრე ანდრონიკაშვილი
20/06/2017

დებიუტანტი - ალექსანდრე ანდრონიკაშვილი

ეროვნული ლიგის მე-18 ტურში, თბილისის ლოკომოტის მთავარ გუნდში, დებიუტი ჰქონდა აკადემიის გუნდის წევრ ალექსანდრე ანდრონიკაშვილს.

 

ლოკომოტივის მე-5 ნომერი თამაშში 78-ე წუთზე, გიორგი კიკნაძის ნაცვლად ჩაერთო. ანდრონიკაშვილი ლოკომოტივი 2-ის და 19 წლამდე გუნდის წევრია. კლუბმა, მასთნ 3 წლიანი კონტრაქტი 2017 წლის იანვარში გააფორმა.

 

ალექსანდრე, ასევე საქართველოს 18 წლამდე ნაკრების კაპიტანია. ჩიხურასთან მატჩის შემდეგ, ანდრონიკაშვილმა საკუთარი დებიუტის შესახებ ისაუბრა.

 

''ამ მომენტს დიდხანს ველოდი და მიხარია, რომ მთავარ გუნდში ჩემი დებიუტი შედგა, თანაც ასეთ წარმატებულ მატჩში.

 

მადლობას ვუხდი მთავარ მწვრთნელს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და გუნდთან ყოფნის საშუალება, ჯერ კიდევ ზამთრის შეკრებაზე, თურქეთში მომცა. ვეცდები მისი და კლუბის ნდობა ბოლომდე გავამართლო''. - ამბობს ანდრონიკაშვილი.

more news