დედაქალაქური დერბი და ლოკოს მესამე მარცხი სეზონში

დედაქალაქური დერბი და ლოკოს მესამე მარცხი სეზონში
15/04/2021

დედაქალაქური დერბი და ლოკოს მესამე მარცხი სეზონში

ეროვნული ლიგის მე-9 ტურის ცენტრალური მატჩი, დინამო არენაზე გაიმართა, სადაც, ამჯერად, მასპინძლის სტატუსით ლოკომოტივი თამაშობდა; დინამო თბილისმა კი, ნომინალური სტუმრის ამპლუა მოიგო. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა უძღვებოდა.

 

პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. საიმედოდ თამაშობდა ლოკომოტივის მეკარე - რეზი თევდორაძე, რომელმაც გუნდი ორჯერ გადაარჩინა. 35-ე წუთზე, მშვენიერი შანსი ჰქონდა კახა კახაბრიშვილს, როცა იმრანის პასის შემდეგ, დინამოს მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა, 19 წლის კუტალაძეს ვერ აჯობა.

 

მეორე ტაიმის პირველ ნახევარში, საინტერესო არაფერი მომხდარა. ლოკომოტივი 75-ე წუთზე, კონტრშეტევაზე დაისაჯა. დინამომ მშვენიერი კომბინაცია გაათამაშა, რომელიც მექვაბიშვილის გოლით დასრულდა. 6 წუთში, დინამომ მეორედაც გაიტანა. აბუაშვილისა და ახვლედიანის ზედზედ ორი დარტყმული თევდორაძემ მოიგერია. თუმცა, ლოკომოტივის მცველებმა ბურთის გამოტანა ვერ შეძლეს და მარუშიჩმა ბურთი კარში შეაგორა. 82-ე წუთზე, დინამოელებმა მესამედ აიღეს თევდორაძის კარი. მარუშიჩის დარტყმული გიორგი ქველაძეს მოხვდა და ავტოგოლად ჩაითვალა.

 

85-ე წუთზე, ერთი ბურთის გაქვითვა გურამ კაშიამ შეძლო. ლოკოს ცენტრალურმა მცველმა, მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ გაიტანა. ამჯერად, ფეხით. ეს იყო და ეს. ანგარიში აღარ შეცვლილა. ეროვნულ ლიგაში ლოკომოტივმა უკვე მესამედ წააგო.

 

 

 

 

ლოკომოტივი 0:2 დინამო თბილისი (0:0)

 

ლოკომოტივი: თევდორაძე, სანდოხაძე, კაშია, გაბაძე (მჭედლიშვილი 46), ქველაძე, შონია (C), დარცმელია (იაკობიძე 76), იმრანი (ჭიაბრიშვილი 70), კახაბრიშვილი (სამურკასოვი 60), კირკიტაძე, სიხარულიძე (გავაშელიშვილი 70)

 

გოლი: კაშია (85)

 

გაფრთხილება: მჭედლიშვილი

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news