ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში ლოკო თბილისის მერანს დაუპირისპირდება

ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში ლოკო თბილისის მერანს დაუპირისპირდება
29/11/2023

ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში ლოკო თბილისის მერანს დაუპირისპირდება

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2023 წლის სეზონის ბოლო, 36-ე ტურის შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც საკუთარ მოედანზე თბილისის მერანთან ჩაატარებს.

 

ჩვენს გუნდს ამჟამად 37 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზეა. ლოკომ ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე წრეში მხოლოდ 3 შეხვედრა წააგო, 4-ჯერ გაიმარჯვა და 2 მატჩიც ფრედ დაასრულა. გუნდის პროგრესს ხაზს უსვამს მთავარი მწვრთნელი რევაზ გოცირიძეც.

 

რაც შეეხება თბილისის მერანს, ჩვენი მოწინააღმდეგე 14 ქულით გათამაშების ცხრილის ბოლო ადგილზეა და ეროვნულ ლიგა 3-ში დაქვეითდება. მიმდინარე სეზონში მერანთან ლოკომ 3-ჯერ ითამაშა, 2-ჯერ გავიმარჯვეთ ერთხელ კი დავმარცხდით.

 

ამ შეხვედრის შემდეგ თბილისის ლოკომოტივი პლეი აუტის 2 მნიშვნელოვან მატჩს ჩაატარებს, სადაც ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.

 

ლოკოსა და მერანის მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე 1 დეკემბერს, 12:30 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

 

ეროვნული ლიგა 2 I 36-ე ტური:

ლოკომოტივი - თბილისის მერანი
გარეჯი - ფოთის კოლხეთი 1913
ხობი - ვიტ ჯორჯია
მარტილისის მერანი - დინამო თბილისი 2
სპაერი - ბოლნისის სიონი

more news