ეროვნული ლიგა: ჩიხურას და ლოკოს დაპირისპირება ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა: ჩიხურას და ლოკოს დაპირისპირება ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგის 31-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივმა საჩხერის ჩიხურასთან ფრე ითამაშა. 2 ნოემბერს, საჩხერეში, ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა.
ლოკოს ჩიხურასთან დისკვალიფიკაციის გამო ირაკლი კომახიძე ვერ დაეხმარა. გუნდს დაუბრუნდა ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.
ლოკოს მთავარმა მწვრთნელმა სამი ცვლილება განახოციელა. ოლურემის ნაცვლად, მეორე ნახევარში თამაშში რევაზ ინჯგია ჩაერთო. თორნიკე ძებნიაურმა ლაშა გვალია შეცვალა, ლუკა კიკაბიძემ კი რატი არდაზიშვილი.
მიმდინარე ეროვნულ ლიგაში, ლოკო საჩხერეს მეოთხედ დაუპირისპირდა. შარშანდელი სეზონის მსგავსად, ლოკომოტივმა საჩხერულ კლუბთან, ამ სეზონშიც დადებითი ბალანსი შეინარჩუნა.
ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა ჩიხურას წინააღგდეგ ორი მატჩი მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა.
31 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 34 ქულით მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩში ლოკო საკუთარ მოედანზე საბურთალოს დაუპირისპირდება. თბილისური დერბი 10 ნოემბერს, 17:00 საათზე გაიმართება.
ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ქურდაძე, ნ.ჭანტურია, გაბაძე, გვალია (ძებნიაური 74), შონია, არდაზიშვილი (კიკაბიძე 86), ოლურემი (ინჯგია 65), დავითაშვილი, გავაშელიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
გაფრთხილება: ქურდაძე (19), უბილავა 39)
არბიტრი: დ.ხარიტონაშვილი