ფრე დინამო თბილისი 2-თან შეხვედრაში
28/10/2024
ფრე დინამო თბილისი 2-თან შეხვედრაში
თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის 30-ე ტურში შინ დინამო თბილისი 2-ს შეხვდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
მატჩი ჩვენმა გუნდმა ძალიან აქტიურად დაიწყო და მე-3 წუთზე დავით სამურკასოვის პასით რატი მჭედლიშვილმა ლოკო დააწინაურა. დინამოს გათანაბრება ტაიმის მიწურულს შეეძლო, თუმცა დავით გოცირიძემ პენალტი ვერ გამოიყენა.
მეორე ტაიმშიც გუნდებს მომენტები ჰქონდათ, ხოლო დინამომ ანგარიში მე-80 წუთზე გაათანაბრა, გოლი ავთანდილ მაშავას ანგარიშზეა.
30 ტურის შემდეგ ლოკოს 39 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზეა. ჩვენი გუნდი შემდეგ შეხვედრას 2 ნოემბერს სტუმრად შტურმთან ჩაატარებს.