ფრე სპაერთან შეხვედრაში
05/10/2024
ფრე სპაერთან შეხვედრაში
ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის 28-ე ტურის შეხვედრაში თბილისის ლოკომოტივმა სპაერს უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა, ლოკომ ანგარიშის გახსნა მეორე ტაიმში, 77-ე წუთზე რომან ჩაჩუას გოლით მოახერხა. სპაერმა კი წონასწორობა 85-ე წუთზე ზურაბ გოლუბიანის გოლით აღადგინა. შეხვედრის განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშობდა ჩვენი მეკარე ლევან შოვნაძე.
28 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგა 2-ში ლოკოს 34 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩს სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 19 ოქტომბერს სტუმრად ვიტ ჯორჯიასთან ჩავატარებთ.