გიორგი კიკნაძე: მიზანი მხოლოდ შემდეგ ეტაპზე თამაშია

გიორგი კიკნაძე: მიზანი მხოლოდ შემდეგ ეტაპზე თამაშია
14/03/2017

გიორგი კიკნაძე: მიზანი მხოლოდ შემდეგ ეტაპზე თამაშია

15 მარტს, თბილისის ლოკომოტივი, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16 ფინალური ეტაპის მატჩში, ნორჩ დინამოს დაუპირისპირდება. თამაში რუსთავში, ფოლადის სტადიონზე 11:30 წუთზე დაიწყება.

 

ნორჩ დინამოსთან დაპირისპირების შესახებ, ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა გიორგი კიკნაძემ ისაუბრა.

 

''ეროვნულ ლიგაში ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, გუნდში შესანიშნავი განწყობაა. სათასო დაპირისპირებისთვის კარგად მოვემზადეთ და მიზანი მხოლოდ შემდეგ ეტაპზე თამაშია.

წელს თასის გათამაშება განსხვავებული ფორმატით ტარდება, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ბედი მხოლოდ ერთ მატჩში წყდება, ამიტომ ნორჩ დინამოსთან მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვითამაშოთ.''

 

გიორგიმ 21 წლამდე ნაკრებში მისი გამოძახების შესახებაც ისაუბრა. გია გეგუჩაძემ, 22 და 25 მარტს, ისლანდიის ნაკრებთან თბილისში გასამართი ორი ამხანაგური მატჩისთვის, ახალგაზრდულ ნაკრებში ლოკომოტივის სამი ფეხბურთელი, მეკარე ბექა ქურდაძე და ნახევარმცველები ირაკლი კომახიძე და გიორგი კიკნაძე მიიწვია. 

 

''21 წლამდე ნაკრებში გამოძახება ჩემთვის მოულოდნელი იყო, რადგან ჩემპიონატის პირველ ორ ტურში ძირითად შემადგენლობაში არ მითამაშია. გია გეგუჩაძის გადაწყვეტილებამ ძალიან გამახარა და ვეცდები საკუთარი შესაძლებლობები ნაკრებშიც დავამტკიცო.'' - ამბობს 19 წლის ნახევარმცველი.

more news