ირაკლი სიხარულიძე ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია

ირაკლი სიხარულიძე ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია
26/12/2017

ირაკლი სიხარულიძე ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია

თბილისის ლოკომოტივის თავდამსხმელი, ირაკლი სიხარულიძე ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბუთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში დაასახელეს.

ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი პრიზის გარდა, სიხარულიძემ საუკეთესო თავდამსხმელისა და საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო. ირაკლის პრიზი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ გადასცა.

საუკეთესოების გამოსავლენად, გამოკითხვაში მონაწილეობა ეროვნული ლიგის მთავარმა მწვრთნელებმა, ფეხბურთელებმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა, მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა მიიღეს.


ირაკლიმ, 2017 წელს, ლოკომოტივის მაისურით, ეროვნულ ლიგაში 25 გოლი გაიტანა და გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

 

more news