ირაკლი სიხარულიძე: ვეცდებით, შედეგთან ერთად უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ

ირაკლი სიხარულიძე: ვეცდებით, შედეგთან ერთად უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ
06/03/2017

ირაკლი სიხარულიძე: ვეცდებით, შედეგთან ერთად უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ

ჩვენი გუნდის ფორვარდმა, ირაკლი სიხარულიძემ ბათუმის დინამოსთან მოგებული მატჩი შეაფასა. ლოკომოტივის მე-7 ნომერმა დინამოს წინააღმდეგ ორი გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

 

"როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ ტურში ყოველთვის ძნელია დაწყება. დღეს ორმაგად რთული იყო, რადგან კარგი მეტოქე გვყავდა. იყო მესამე ფაქტორიც, დასაწყისში მივიღეთ გოლი და ამ ყველაფრიდან გამომდინარე შევძელით და 2:1 გავიმარჯვეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

 

ვეცდებით, შემდეგ თამაშებში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ და შედეგთან ერთად, რაც შეიძლება უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ.'' - ამბობს სიხარულიძე.

 

 

more news