კოლხეთი 1913 VS ლოკომოტივი - ისტორია

კოლხეთი 1913 VS ლოკომოტივი - ისტორია
03/04/2017

კოლხეთი 1913 VS ლოკომოტივი - ისტორია

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-5 ტურში, თბილისის ლოკომოტივი ფოთის კოლხეთს დაუპირისპირდება. მატჩი 4 აპრილს, ქობულეთში, ჩელე არენაზე გაიმართება.

 

ლოკომოტივი და კოლხეთი 1913 ეროვნულ ლიგაში (წარსულში უმაღლესი ლიგა) ერთმანეთს სულ 28-ჯერ შეხვდნენ. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ჩვენი გუნდის მხარესაა. 16-ჯერ გამარჯვება ლოკომოტივმა მოიპოვა, 8-ჯერ კოლხეთი 1913-მა, ხოლო 4 მატჩი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 54/28-ზე ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

 

პირველად, ლოკომოტივი და კოლხეთი 1913 ერთმანეთს 1997 წლის 30 სექტემბერს დაუპირისპირდნენ. აღნიშნული მატჩი ფოთელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან, ერთადერთი გოლი გვაზავამ გაიტანა.

 

ლოკომოტივმა კოლხეთი 1913 პირველად 2000 წლის 5 მარტს 4:1 დაამარცხა. სტუმრებს თითო-თითო გოლი რუსიამ და ძოძუაშვილმა გაუტანეს, ხუროძემ კი დუბლი შეასრულა.

 გიორგი კიკნაძე კოლხეთი 1913-ის წინააღმდეგ.
ყველაზე დიდი ანგარიშით, ჩვენმა გუნდმა კოლხეთი 2000 წლის 22 აპრილს დაამარცხა. ლოკომოტივმა მეტოქეს 7:0 მოუგო.

 

ფოთელებს დუბლი ჯუღელმა შეუსრულა, დანარჩენი 5 გოლი რუსიამ, ხუროძემ, ხიზანიშვილმა, აბრამიძემ და კვარაცხელიამ გაიტანეს.


2003 წლის 14 მარტს, ლოკომოტივმა ეშუანის (2), სირაძის (2), სალუქვაძისა და სოსელიას გოლებით, კოლხეთი 1913 ამჯერად ექვსბურთიანი სხვაობით დაამარცხა. 

 
უკანასკნელად, ლოკომოტივი და კოლხეთი 1913 ერთმანეთს 2016 წლის 6 აპრილს, თბილისში დაუპირისპირდნენ. მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. სტუმართა კარში ერთადერთი გოლი ჩაგელიშვილმა გაიტანა.

more news