კროკობეთი და ლოკომოტივი - კლუბს ახალი სპონსორი ჰყავს

კროკობეთი და ლოკომოტივი - კლუბს ახალი სპონსორი ჰყავს
08/02/2021

კროკობეთი და ლოკომოტივი - კლუბს ახალი სპონსორი ჰყავს

2021 წლის საფეხბურთო სეზონის დაწყების წინ, თბილისის ლოკომოტივს ახალი სპონსორი ჰყავს. კომპანია კროკობეთსა და თბილისურ კლუბს შორის, ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, ბევრი საინტერესო სიახლე და საერთო პროექტი იგეგმება.

 

გიორგი ყიფიანი (ლოკომოტივის ტექნიკური დირექტორი): "მიხარია და ვაფასებ კროკობეთის გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ აღნიშნული თანამშროლობით, ლოკომოტივმა მნიშვნელოვანი და საჭირო მხარდაჭერა მოიპოვა, ზოგადად, ფეხბურთისთვის. ასეთი კომპანიების ჩართულობა, ჩვენს სფეროს უფრო მიმზიდველს ხდის. ერთად ბევრ საინტერესო პროექტს ვგეგმავთ და გვჯერა, რომ ყველა მიმართულებით კარგი წელი გვექნება".

 

გიორგი რომანაძე (კროკობეთის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი): "როგორც უკვე იცით, კროკობეთი ქართულ სპორტს მუდამ გვერდით უდგას. ყოველთვის ვცდილობთ ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ იმ გუნდებსა თუ ინდივიდუალურ სპორტსმენებს, ვისაც თანადგომა სჭირდებათ. მოხარული ვარ, რომ ამ ჩამონათვალს წელს თბილისის ლოკომოტივი შეემატა და ჩვენ გვერგო პატივი, ვყოფილიყავით ამ ძალიან პერსპექტიული გუნდის გენერალური სპონსორი. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ, როგორც ლოკომომოტივის, ასევე ქართული ფეხბურთის განვითარებაში".

 

მხარეთა შორის მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიალი და ახალი გენერალური სპონსორის წარდგენა, ლოკომოტივის სეზონისწინა პრესკონფერენციაზე შედგება. 

more news