ლოკო სამტრედიასთან გასვლით მატჩში დამარცხდა

11/09/2025
ლოკო სამტრედიასთან გასვლით მატჩში დამარცხდა
ეროვნული ლიგა 2-ის 22-ე ტურში ჩვენი გუნდი სტუმრად სამტრედიას დაუპირისპირდა.სამწუხაროდ, მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ეროსი მანჯგალაძეზე გოლები გიორგი გვიშიანმა (23-ე წუთი) და ლევან კუტალიამ (66-ე წუთი) გაიტანეს.ჩვენი გუნდის 4-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია დასრულდა.
22 ტურში 25 ქულა დავაგროვეთ, მე-7 ადგილზე ვართ, სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა, საუკეთესო სამეულთან სხვაობა მხოლოდ 6 ქულას შეადგენს.
23-ე ტურში ჩვენი გუნდი საგურამოში მეორეადგილოსან რუსთავს უმასპინძლებს. მატჩი 15 სექტემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.